შესყიდვების მართვა

ჰორეკა სფეროში მომსახურე ობიექტების ფუნქციონალური ინვენტარითა და მასალებით აღჭურვა მოითხოვს, როგორც მართვასა და ოპერირებაში მონაწილე ყველა რგოლის საჭიროებების ცოდნას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი სტანდარტების და რეგულაციების გათვალისწინებით ინდივიდუალური გადაწყვეტილებების მიღებას.

ჰორეკა სექტორთან თანამშრომლობის მრავალწლიანი გამოცდილებით, ჩვენი კომპანია გთავაზობთ შესყიდვების მართვის მომსახურებას, როგორც ცალკე სერვისს, რომელიც მოიცავს პროცესის მართვას იდეიდან განხორციელებამდე:

  • პროდუქტის შერჩევა
  • სპეციფიკაციების მომზადება
  • ბაზრის კვლევა, მომწოდებლების მოძიება, ანალიზი და ტენდერების ორგანიზება
  • მომწოდებლების შეფასება და შერჩევა
  • პროდუქტის საბოლოო ღირებულების დადგენა
  • შესყიდვის ხელშეკრულების და სხვა დოკუმენტების გაფორმება
  • ლოჯისტიკური და საბაჟო პროცესების მართვა
  • მიწოდება, დასაწყობება